“ნურასდროს ამოიკეტავთ კარს, მოურიდებლად შეეგებეთ კამათს, აბეზარ ადამიანებს და თანდათან თავს ისე თავისუფლად იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში“

ათა გიორგობიანი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას სასარგებლო რჩევებით ხშირად მიმართავს.

ამჯერად, მომღერალი მიმართავს ადამიანებს, ვისაც ჰგონია, რომ პრობლემური სიტუაციებიდან იზოლირება გამოსავალია.

თათა ურჩევს მათ არ შეუშინდნენ არასასურველ სიტუაციებს.

„ზოგჯერ, ადამიანს ჰგონია, რომ იზოლირებულობა მას დაიცავს ცხოვრების სისატიკისა და სირთულეებისგან, სინამდვილეში კი ეს მხოლოდ მეტი საფრთხის მომტანია. ინტერპერსონალური უნარების განუვითარებლობა სწორედ აქედან მოდის და კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის თანამოაზრეთა და მეგობრების პოვნას. სხვადასხვა ადამიანთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას კლავს.

მხოლოდ საფრთხის გადალახვა აძლიერებს თუნდაც ყველაზე ფაქიზი სულის ადამიანს და კიდევ უფრო გამძლეს ხდის. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაგრამ ხანდახან თუ წამოსტკივდება, სამომავლოდ იგივე ტკივილს სამუდამოდ აირიდებს.

ნურასდროს ამოიკეტავთ კარს, პირიქით, მოურიდებლად შეეგებეთ კამათს, არასასურველ სიტუაციებს, აბეზარ ადამიანებს და თანდათან თავს ისე თავისუფლად იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში.“ – წერს თათა გიორგობიანი.

ასევე იხილეთ