„როდის წავლენ ცუდი კაცები, რომ მერე მიშა მოვიდეს სახლში?“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის, ელის მარია სააკაშვილის ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც კადრებიდან ირკვევა, ვიდეოს უსაყვარლეს გოგონას მომღერალი სოფო ნიჟარაძე უღებს.

„როდის წავლენ ცუდი კადები, რომ მიშა მოვიდეს სახლში?“- ეკითხება ელის მარია დედას.

გინდა, რომ მიშა მოვიდეს შენთან? რატომ? – ეკითხება სოფო, რაზედაც გოგონა პასუხობს, რომ ენატრება და უნდა, რომ მიშას თავისი საჩუქრები დაათვალიერებინოს.

ასევე იხილეთ