“მამაჩემმა მითხრა თავში არ აგივარდესო“

159

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა.

ჭადრაკის დედოფალმა გადაცემაში გაიხსენა დრო, როდესაც პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ისაუბრა ახალ წამოწყებაზე და ახალგაზრდებს რჩევებიც გაუზიარა:

„ძალიან მიხარია, როდესაც ახალგაზრდები მაჩერებენ და მთხოვენ ფოტოს გადაღებას… მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი მამაჩემმა მითხრა – ერთ სადღეგრძელოს გეტყვი და მერე წადიო, ასწია ჭიქა და მითხრა, თავში არ აგივარდეს, პირდაპირ მითხრა – კი არ მომილოცა…“ ამბობს ჭადრაკის დედოფალი.

ნონა გაფრინდაშვილმა იმ ემოციებზე ისაუბრა, რაც სამშობლოში ჩამოსვლისას განიცადა, მაშინ, როცა პირველად გახდა ჩემპიონი:

„საქართველოში რომ შემოვედით ხალხი იყო ყველა ბაქანზე, თბილისში სადგურის მოედანი ისეთი გადაჭედილი იყო მამაჩემმა მარცხენა ფეხსაცმელი დაკარგა. მეორე დროს რაც მოხდა, შეხვედრა ოპერის თეატრში – მე მსგავსი რამ არ ვიცი…“- იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი.