გია მურღულია სოციალურ ქსელში მათე მარტიაშვილის შესახევ წერს.
“ხანდახან კითხულობენ: რა არის ტრადიცია?
ტრადიცია არის:
1. ეს სამოსი
2. სიმღერის ასეთი კულტურა
3. ამ ყმაწვილის იერი, ხმა და თავდაჭერილობა
4. მუსიკოსების დამოკიდებულება ამ ნიჭის მიმართ
5. დათო ევგენიძის “რა კარგი ბიჭია.”
6 ნატო მეტონიძის “ვაიმე, გავგიჟდები!”
7. ამ სიმღერის ტექსტი
მოკლედ: ქართული ნიჭიერების დღესასწაული და სიყვარულის რელიგიის დამკვიდრება.
ეს არის საქართველო.
მინარევები კი ხალხსაც აქვს და ისტორიასაც.
საბოლოოდ, სივრცესა და დროშიც ერის სული რჩება.
ამგვარ საქართველოს უნდა ემსახუროს ყოველი პატიოსანი კაცი.
ძალიან ბევრი ხომ არ არის ერთი პატარა ბიჭის ერთი
სიმღერისთვის?
არა – ერთ წვეთში ხომ ოკეანე ჩანს.”