„აუცილებლად ვიზრუნებ დემოგრაფიულ საკითხზე, ოცნება მაქვს, რომ მყავდეს შვიდი შვილი…“

151

დიტო ქისიშვილი ჟურნალ „სარკეს“ თავის ოცნებას უმხელს, რომელიც ბევრი შვილის ყოლას უკავშირდება:

„პირველ რიგში, აუცილებლად ვიზრუნებ დემოგრაფიულ საკითხზე. ოცნება მაქვს, რომ მყავდეს შვიდი შვილი. მისაქციელში მაქვს ნაკვეთი, სადაც დავიწყე სახლის მშენებლობა და უკვე წარმომიდგენია, იქ როგორ ირბენენ ჩემი შვილები…“

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მომღერალი ორი ქალიშვილის მამაა. მისი შვიდი წლის ქალიშვილი კი აზერბაიჯანში პოპულარული გახდა. როდესაც ელი, რომელიც ამჟამად შვიდი წლისაა, 5 წლის იყო, მამის რეპეტიციას დაესწრო, სადაც ის აზერბაიჯანულად მღეროდა, თავადაც ისწავლა ზემოხსენებული სიმღერა და მამამ და შვილმა ერთად ჩაწერეს და სოციალურ ქსელში განათავსეს:

ორ დღეში იმდენმა გააზიარა ეს სიმღერა, რომ ხმა მივიდა პრეზიდენტ ალიევის ყურამდეც. მალევე ალიევის აპარატმა დაგვირეკა და მიგვიწვიეს ბაქოში. აზერბაიჯანელებმა ელის ოქროსფერი წიწილაც დაარქვეს. ძალიან სწრაფად ჩემზე პოპულარული გახდა და აზერბაიჯანში იმდენად დიდი მოთხოვნაა, უკვე ვფიქრობ, სერიოზულად ჩავაწერინო აზერბაიჯანული სიმღერა…“