“გოგოები ეჭვიანობდნენ დასასვენებლად რომ მივდიოდით, სტრესი მქონდა ლამის მტაცებდნენ“

319

გადაცემა „სხვა რაკურსს“ სხვადასხვას სფეროს წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები უახლოეს მეგობრებთან ერთად სტუმრობდნენ.

გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო მომღერალი, დუეტ „ჯორჯიას“ წევრი რატი დურგლიშვილი, რომელიც „სხვა რაკურსს“ ბავშვობის მეგობარ გვანცა ჯორჯიაშვილთან ერთად სტუმრობდა.

როგორც რატიმ აღნიშნა, გვანცა მისთვის გამორჩეულად ძვირფასი მეგობარია:

„ეს ადამიანი ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. წლებია ერთად მოვდივართ, გვანცას ოჯახი ჩემი მეორე სახლი იყო.

გვანცა არის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ძალიან უხარია ჩემი წარმატება“.

რატის შესახებ ისაუბრა გვანცამაც:

„როდესაც ერთმანეთი გავიცანით, იყო ხუჭუჭა ბიჭი ბრიალა თვალებით. თავიდანვე შემოქმედი, ძალიან ქაოტური და იმდენად პოზიტიური, სუფთა და ალალი იყო, ძალიან მალე დავმეგობრდით და დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ.

არასდროს გვიჩხუბია, თუმცა ქარცეცხლშიც გამოვუტარებივარ, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ურთიერთობები, რომლისთვისაც სულ თითები უქნევია.. ისეთი რამ უთქვამს, იმას კი არ ვფქრობდი – რას მეუბნება, ვფიქრობდი – ახლა ეს რომ სხვას ეთქვა…

გოგოები ეჭვიანობდნენ, სადმე დასასვენებლად რომ მივდიოდით ხოლმე, სტრესი მქონდა, ლამის მტაცებდნენ, ვეუბნებოდი: რატი, მეც აქ ვარ, შემომხედე“, – ამბობს გვანცა ჯორჯიაშვილი.