ნუცა ბუზალაძემ ნიუ იორკში ერთ-ერთ ლეგენდარულ სტადიონზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში იანკის გუნდი გვიზიარებს და ქართველ მომღერალს მადლობას უხდის.
როგორც კადრებში ვხედავთ, ნუცას სიმღერით ამერიკელები აღფრთოვანდნენ.
„ამ მომენტზე ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი,“ – აღნიშნავს ნუცა.