“ეთერში ვიყავი იმ დღეს როდესაც მამა გარდაიცვალა“

171

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე მამის გარდაცვალების დღეს გადაცემა „სთორიში“ იხსენებს.

„ეთერში ვიყავი იმ დღეს, როდესაც მამა გარდაიცვალა. პანსიონატიდან ლალი ისე არ მირეკავდა ხოლმე… მან იცოდა, რომ ეთერი მქონდა, მამაჩემთან ერთად ყველა მიყურებდა ხოლმე. ერთი უნიკალური თვისება მაქვს, ტელეფონს სულ ვპასუხობ, ეთერშიც რომ ვიყო… ასე, კამერაში ყურებისას, ლალის მივწერე, რომ ეთერში ვარ და დაგირეკავ მეთქი… ეთერის მერე რუტინაა, არც გამხსენებია დარეკვა. გარეთ რომ გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი და დავქოქე, ლალი გამახსენდა. მან დამირეკა თვითონ, მამა აღარ არისო…

ისე ჩუმად წავიდა, ზედმეტი არაფერი უთქვამს, არავისთვის დაუძახია… სამჯერ ჩუმად ამოისუნთქა და წავიდაო… 

დედაჩემი არაფერში ჩავრიე, ყველაფერი რომ დავამთავრე, ყველას მერე ვუთხარი,“ – იხსენებს ტელეწამყვანი.