თი მაჭავარიანი მიმართვას ავრცელებს

133

თი მაჭავარიანი მიმართვას ავრცელებს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და გამოვლილი. ვიცი ძალიან კარგად რა შეგრძნებებს იწვევს ქალში, გოგოში. მინდა კიდევ ერთხელ დაგელაპარაკოთ ამ თემაზე რადგან მოხდა რაღაც ისეთი ფაქტი, მე არ შემეხო, მაგრამ მომიწია ამ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი. ამან რაღაცნაირად მიბიძგა, რომ თქვენ უნდა დაგლაპარაკებოდით. ეს არის საკითხი რომელიც ყველაზე ახლოს მიმაქვს გულთან.

ხმა მიკანკალებს, მეორე დღეა ამ თემას ვატრიალებ ტვინში. მოკლედ ძალადობას მინდა შევეხო. როდესაც მამაკაცი გამოხატავს აგრესიას უშუალოდ თქვენს მიმართ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის მოძალადეა. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტიპის მოძალადეა. სამწუხაროდ საქართველოში კაცების უმეტესობა, რომელიც არის მოძალადე, ჯერ ერთი, იმას არ აღიარებს, რომ მოძალადეა და მერე კიდევ, რომ უთხრა, რომ სამკურნალოა და ამას უნდა მიხედოს შეიძლება რაღაც სავალალო შედეგს მიაღწიოთ…

გუშინ სტეფანეს კონცერტი იყო და მაომ თავისი სიმღერა იმღერა ძალადობაზე და ფემიციდზე. უშუალოდ კონცერტზე მოხდა რაღაც ინციდენტი. ნებისმიერი სახის ძალადობა არის ძალადობა და აუცილებლად პროგესს განიცდის. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ მამაკაცის მხრიდან თქვენზე ძალადობა“, – ამბობს მიმართვაში თი მაჭავარიანი.