მსახიობმა ლევან ყოჩიაშვილმა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
„წელიწადია, რაც დავშორდით და ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. არ მჯეროდა, როდესაც ამბობდნენ, რასაც თამაშობ ის გემართებაო. ზუსტად ასე მოხდა. ეს არ არის მოკლე პერიოდი, მთელი ცხოვრებაა, ბავშვები, ჩვეული გარემო. დიდი ტრავმაა, თუმცა ასე ჯობდა. 25 წელი ვიყავით ერთად. არავის ვუსურვებ. ასეთი მთლიანობიდან უცებ ვერ გამოხვალ“, – საუბრობს ლევან ყოჩიაშვილი.