გიორგი შერმადინი და მისი მეუღლე, ანი ამაშუკელი ახლახან მეხუთე შვილის მშობლები გახდნენ. გოგონას, იოანას გაჩენიდან სამი თვე გავიდა, მისი დედიკო კი უკვე ფორმაშია და მხოლოდ რამდენიმე კილოგრამი დარჩა დასაკლები.
ანი თავის პატარა გოგონაზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:
„ზღაპრული გოგოა. ვინც ნახა, ყველა ამბობს, პირველი ოთხიც ხომ უსაყვარლესი ბავშვები არიან, მაგრამ მათთან თუ რამე ლაფსუსი გაგეპარათ, ამასთან ყველაფერი ზედმიწევნით გაქვთ შესრულებულიო (იცინის). ჯვარი სწერია, იმედია, ზნე არ შეეცვლება უარესობისკენ…
მისი დაბადება დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. ძალიან დაუგეგმავი და მართლა ღმერთის საჩუქარია, ეტყობა, თავიდან ბოლომდე ყველაფრით უნდა, გვასიამოვნოს (იცინის).
შეიძლება, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ალბათ, უკვე ბევრმა იკითხა, კიდევ ხომ არ ფიქრობთ შვილსო?
კი, კი, ძალიან ბევრმა მითხრა, შენ, ალბათ, ამაზე არ გაჩერდებიო. არა, ჩემი „ქარხანა“ მაგ მხრივ დახურულია. ტყუპების შემდეგაც იმავეს ვამბობდი, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს ძალიან დიდი სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო. თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ არა, ხომ უნდა შემეძლოს ფიზიკურად დროის გადანაწილება, ამიტომ მეექვსეზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილი ამბავია და დანარჩენი როგორ იქნება, ეს უკვე ღმერთმა იცის…“