მოდელისა და ტელესახის ლიკა ქორქიას რომაული არდადეგები სოციალურ ქსელში ორი დღეა პოპულარულია. მშვენიერი ლიკა ფოტოებს იტალიის დედაქალაქ რომიდან აქვეყნებს, სადაც იდეალურად გამოიყურება.
„ქალღმერთს გავხარ,“ „ღმერთო, ეს გოგო რა ლამაზია,“ „როგორი სასწაულად ლამაზი ხარ,“ – წერენ კომენტარებში და სოფი ლორენსა და ჯინა ლოლობრიჯიდას ამსგავსებენ.
შეგახსენებთ, რომ ორ წელიწადზე მეტია რაც ლიკა მედიასთან აღარ თანამშრომლობს და ინტერვიუებზეც უარს აცხადებს. მიზეზი სავარაუდოდ „აწარმოე საქართველოს“ დირექტორ მიხეილ ხიდურელზე დაოჯახება გახდა, თუმცა წყვილს ამ თემაზე საჯაროდ არასოდეს უსაუბრიათ. სოციალურ ქსელში საერთო ფოტოც არასოდეს გამოუქვეყნებიათ.