“არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ გენაცვალეთ თქვენს ქართველობაში“ – ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელიც თურქი გულშემატკივრების სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა

149

გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი და ისტორიული მატჩი კვლავაც განხილვის თემაა. 

სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში საქართველო-თურქეთის მატჩიდან უამრავი ემოციური ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა. სწორედ ასეთი დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი იყო ფოტო, სადაც აღბეჭდილია თურქი გულშემატკივრების სექტორში მყოფი ერთადერთი ქართველი გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს დროშას სიამაყით აფრიალებს.

„ფორტუნა“ დაინტერესდა თუ ვინ არის უცნობი მამაკაცი და როგორ გადაურჩა თურქი გულშემატკივრების „რისხვას“ – დროშიანი მამაკაცი თენგო ჯანაშია აღმოჩნდა, რომელიც მატჩზე დასასწრებად, მეუღლესთან ხათუნა დარჯანიასთან და ორ ვაჟთან ერთად საქართველოდან გერმანიაში ჩაფრინდა:

„არ ინერვიულოთ კარგადვართ 🇬🇪❤️🤣“ – დაწერა ხათუნა დარჯანიამ „ფეისბუქზე“ და მეუღლის ცნობილი ფოტო გამოაქვეყნა.

„თქვენ თქვენი დიდგორი მოიგეთ…

მანდ როგორ მოხვდით…

სასიუჟეტე ხალხი ხართ თქვენ ამდენ თურქში საქართველოს დროშა რომ წამოჭიმეთ👏🇬🇪

არ ვიცი ვინ ხართ მაგრამ გენაცვალეთ თქვენს ქართველობაში❤️“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.