“გავა, გამოვა და ისევ მესამე ბავშვის გაჩენის თემამდე მივდივართ, ჩემს შვილს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა და ან ძმა“

უკვე დიდი ხანია, რაც „ფორტუნას სთორი“ მაყურებლებს წარმატებული, ნიჭიერი და საზოგადოების უმეტესობისთვის საყვარელ ადამიანებს უფრო ახლოდან აცნობს. ამჯერად მის ობიექტივში მსახიობი ნანუკა გულუა და მისი ოჯახი მოხვდა.

ნანუკამ და მისმა მეუღლემ კახა კაშიამ სიუჟეტში ისაუბრეს, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, ასევე როგორი მშობლები არიან და აპირებენ თუ არა მესამე შვილის ყოლას.

„მართლა კრუხი დედა ვარ.. სულ ყურადღების ცენტრში მყავს ბავშვები. ოღონდ რამე არ დაიზიანონ, არ იტკინონ და კარგად იყვნენ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ესენი მყავდნენ კარგად.

გავა-გამოვა და ისევ მესამე ბავშვის გაჩენის თემამდე მივდივართ.

ჩემს შვილს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა და ან ძმა. ნინა რომ გაჩნდა, სასწაული ჩვენს ცხოვრებაში, ვიცოდი, ომ უნდა გადამედო ყველაფერი და აუცილებლად ნინას უნდა ჰყოლოდა და ან ძმა. დანარჩენს ღმერთო როგორც ინებებს ისე იქნება“, – ამბობს ნანუკა გულუა.

ასევე იხილეთ