ვინ არის ბუდუ ზივზივაძის უმშვენიერესი მეუღლე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ნინი კვერნაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ის მეუღლეს მხარდამჭერ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 

ერთმანეთი, დაახლოებით, 6 წლის წინ, სოციალური ქსელით გაიცნეს. როგორც ნინი ინტერვიუებში ამბობს, ორივე ქუთაისიდანაა და ბევრი საერთო ნაცნობიც აღმოაჩნდათ. მოწონება სიყვარულში გადაიზარდა და ყველაფერი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

წყვილს უსაყვარლესი ქალიშვილი, 4 წლის შაი ჰყავს, რომელიც სოციალურ ქსელებს იპყრობს. მის ვიდეოებს ბევრი ნახვა და გამოხმაურება აქვს.

„ძალიან კარგი მამაა, ძალიან მეხმარება შაის აღზრდაში. მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“,- თქვა ნინი კვერნაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ