კახა კალაძე ცოტნე ივანიშვილთან ერთად – თბილისის მერი გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს

151

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

ფოტოებზე, რომლებიც კახა კალაძემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განათავსა, მასთან ერთად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი – ცოტნე ივანიშვილია.

ამასთან, კახა კალაძე საკუთარი შვილისა და ცოტნე ივანიშვილის ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს.