„4 წლის წინ მოცუნცულდნენ ციყვები და სრულიად გადააყირავეს ჩემი ცხოვრება!!!“

201

მომღერალი და ბიზნესვუმენი ია ჩანტლაძე 23 ივნისს იუბილარი იყო.

მან უამრავი მილოცვა მიიღო, თავად კი ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად ფოტო დადო და დაწერა:

„4 წლის წინ მოცუნცულდნენ ციყვები და სრულიად გადააყირავეს ჩემი ცხოვრება!!!

იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, რასაც მია და ალესანდრო მჩუქნიან ყოველდღე…“