შეერთებული შტატების მთავარ ეპიდემიოლოგს კორონავირუსის საწინაამღდეგო რუსული ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. ენტონი ფაუჩის განმარტებით, აუცილებელია მედიკამენტმა შესაბამისი სტანდარტები დააკმაყოფილოს, რისი დამტკიცებაც მხოლოდ საფუძვლიან კვლევებს შეუძლია.
ვაქცინის შექმნა და დამტკიცება, რომ მედიკამენტი უსაფრთხო და ეფექტურია, ორი სხვადასხვა რამ არის. ჩვენ ათამდე ვაქცინა გვაქვს და თუ გვინდა, რომ ადამიანებს ზიანი მივაყენოთ, ან ისეთი რამ გავუკეთოთ, რაც არ იმოქმედებს, შეგვიძლია ამის გაკეთება ხვალვე დავიწყოთ. კარგია, თუ რუსეთმა საბოლოოდ დაამტკიცა ამ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება, მაგრამ ამაში ეჭვი მეპარება, – ამბობს ფაუჩი.
რუსეთში კი ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცეს და უახლოეს დღეებში მის წარმოებასაც დაიწყებენ.