“მორიგ სასიკვდილო ავარიას გადავურჩი, მაქვს მიკერებული ახალი ცხვირი…“ – ლადო ბურდული ნაავარიებ ფოტოს აქვეყნებს

189

ლადო ბურდული 21 ივნისს ავარიაში მოჰყვა. ამ ინფორმაციას მუსიკოსი, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავად ავრცელებს და ურთავს ფოტოს. როგორც ქართველი როკერი წერს, მას სკუტერით მორიგი ავარია მოუვიდა და უფალს მადლობს გადარჩენისთვის.

“მორიგი ავარია სკუტერით, მორიგი სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა, მორიგი უფლის წყალობა და ახალი მიკერებული ცხვირი, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. უფალს მადლობა და დიდება” – წერს იმპერატორი ფეისბუქზე.

მუსიკოსი “პრაიმტაიმთან” იხსენებს წინა შემთხვევასაც.

“სასიკვდილო ავარიას მეორედ გადავურჩი. ამის წინ ერთი კვირა ვიწექი საავადმყოფოში. მაშინ სხეული მქონდა დაზიანებული, ახლა სახის ძვლები და ცხვირი, რომელიც უკან მიმაკერეს. 

სკუტერი მიყვარს და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. “ვესპა” სულ სხვანაირ სითბოს, სიყვარულს, თავისუფლების და ბედნიერების უმაღლეს ხარისხს გჩუქნის.

უფრო ფრთხილად ვიქნები” – ამბობს ლადო “პრაიმტაიმთან”.