“ბევრი მეუბნებოდა რომ ფეხბურთელის შეყვარებულობა და შემდეგ ცოლობა ძალიან რთულია“

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და  „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სპორტული მიღწევებზე არაერთი სტატია მზადდება, თუმცა, დიდ წარმატებაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს მისი მეორე ნახევარი, ელენე ეპიტაშვილი ასრულებს. გიორგი სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად ამბობს, რომ უმშვენიერესი მოდელი მისი აღმოჩენაა და ყოველთვის მის გვერდითაა.

წყვილი ესპანეთში ცხოვრობს და ქორწილს, სავარაუდოდ, საქართველოში გადაიხდის.

გთავაზობთ ელენე ეპიტაშვილის ფრაგმენტს ინტერვიუდან, როცა ის მეუღლეზე საუბრობს:

ვნერვიულობ, რამე არ დაუშავდეს. ყოფილა რამდენიმე მომენტი, როდესაც ცუდად დაეცა, ან მოწინააღმდეგე ფეხბურთელმა ფეხი მოარტყა… ამ დროს ამაზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე რომ წააგონ… ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, გიორგის არაფერი დაუშავდეს. 

ბევრი მეუბნებოდა, რომ ფეხბურთელის შეყვარებულობა და შემდეგ ცოლობა ძალიან რთულია. დაძაბული ვიყავი ამის გამო, მეგონა, რომ გამიჭირდებოდა თუნდაც, საქართველოდან შორს, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა, თუმცა, ძალიან მარტივად შევეგუე ყველაფერს…

გიორგის მინდორზე რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვს, ხოლო რეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირია. მინდორზე პროფესიონალიზმს ავლენს, ოდნავ აგრესიულია, რაც, ვფიქრობ, ფეხბურთელს სჭირდება მოედანზე. რეალურ ცხოვრებაში არის ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მხიარული ადამიანი,“ – ამბობდა რამდენიმე თვის წინ ელენე, „P.S-თან.“

ასევე იხილეთ