“გმირი რომელმაც ნაკრების კარი არაერთხელ იხსნა მეტოქის ბურთისგან“ – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის შეყვარებული
26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთი საოცარი, დაუჯერებელი და ისტორიული გამარჯვება აჩუქა – ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებულ დამაჯარებელ გამარჯვებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიაში მყოფი ქომაგები და საქართველოში მყოფი გულშემატკივრები.
საფეხბურთო მოედანზე მყოფი თითოეული ქართველი ფეხბურთელის წვლილსა და შთამბეჭდავ თამაშზე წერს როგორც ქართული, ასევე მსოფლიო სპორტული პრესა.
აღსანიშნავია მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში, რომელმაც საკუთარი კარი მეტოქის ბურთისგან არაერთხელ იხსნა.
გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებული გულშემატკივარი, მისი შეყვარებული ელენე ეპიტაშვილია, რომელიც სოციალურ ქსელში გიორგისთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოებსა თუ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.
ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში გიორგისთან და მათ მეგობრებთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს ავრცელებს.