“ლოჩოც გლდანელია, ეროვნული ნაკრები თქვენ შემოგევლეთ ყველას“ – ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი გუშინდელი მატჩიდან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და მერვედფინალში გავიდნენ.

ჩვენი გუნდის ფანტასტიკური თამაშით მიღებული სიამოვნების გამო, ქომაგები ნაკრების წევრებს მადლობას უხდიან და სოციალურ ქსელში მატჩიდან არაერთ დასამახსოვრებელ კადრებს აზიარებენ.

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კონსტანტინე ზარნაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს აზიარებს შემდეგი წარწერით:

ლოჩოც გლდანელია 🤣

ეროვნული ნაკრები თქვენ შემოგევლეთ ყველას“

ასევე იხილეთ