“ გერმანიაში ჩავიდა და ჩვენს გუნდს ფანებთან ერთად გულშემატკივრობს”

გიორგი კვერნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ყველა მოთამაშე მადლობის ღირსია, თუმცა უნდა ვისაუბროთ საბა საზონოვზეც.
ეს ბიჭი განაცხადს მიღმა დარჩა, ხომ შეიძლებოდა ცოტა გაბრაზებულიყო, ცოტა გული დაწყვეტოდა, მაგრამ არა, გერმანიაში ჩავიდა და ჩვენს გუნდს ფანებთან ერთად გულშემატკივრობს.
რავიცი ამაზე კაი კაცობა რა უნდა იყოს, ამაზე მეტად რით უნდა გაგვახაროს ნაკრების წევრმა რომელიც ევროზე არაა?! ესეც კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა რაც 26 მარტს გითხარით, ეს ბიჭები ნაკრებში მხოლოდ გუნდელები არ არიან ძმები არიან, მეგობრები არიან, ერთმანეთისთვის ბევრ რამეზე წამსვლელი კაცები არიან.
მადლობა საბა 🇬🇪❤️”

ასევე იხილეთ