„ბევრი მაბულინგებს, რომ ასაკით ჩემზე უფროსი კაცი მიყვარს”

206

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა, საკუთარი ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორიის შესახებ საჯაროდ ხშირად საუბრობს.

ცისნამი საყვარლიშვილი ამჯერად სოციალურ ქსელში აქვეყნებს ემოციურ სტატუსს და მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს:

„ბევრი თქვენგანი დღემდე მაბულინგებს იმის გამო, რომ ასაკით ჩემზე უფროსი კაცი მიყვარს. ზოგი ცილს მწამებს იმაზე – მისი ფულის და ტიტულის გამო ვარ მასთან. ამ დროს არავინ არ ფიქრობს ჩემზე, რა ხდება ჩემს თავს.

თუ როგორ მოხდა, რომ მთელი ჩემი ახალგაზრდობის ლამაზი წლები, სიფერადე და სილაღე ჩავდე ამ დიდ სიყვარულში.

შეიძლება ვიღაცას გაეცინოს და მაგრად დამცინოს, მაგრამ მე სიმართლეს ვწერ. ეს არის კაცი, რომელმაც მაგრძნობინა, რომ ვუყვარვარ. ვუყვარვარ სწორედ ისეთი, როგორიც ვარ, ცხოვრებისეული განსაცდელებისგან დატანჯული, არასასურველი – მიტოვებული შვილი, უსიყვარულოდ გაზრდილო ბავშვი, პირველი ქმრის დედისგან დაბულინგებული, ქუჩაში გამოგდებული და ტკივილებისგან დასიებული გულით.

ჩემს ქმარს ვუყვარვარ, მე ის მიყვარს, 7 წელია, რაც ერთად ვართ, 7 წელია ცოლ-ქმარი გვქვია. ჩვენს სიყვარულს მიზანმიმართულად ებრძვიან ბოროტი ძალები. უკვე წლებია ცდილობენ ჩვენს დაშორებას, ჩვენს შორის კონფლიქტსა და გაურკვევლობას. 7 წელია ჩვენი სიყვარული უძლებს ყველანაირ თავდასხმას, ზეწოლასა და შევიწროებას.

მე მიყვარს ალექსანდრე და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ ამ სიყვარულისთვის.

დღეს ამ კაცის დაბადების დღეა და მინდა ყველამ ერთად მივულოცოთ.

მინდა ჯანმრთელი იყოს და დიდი ხნის სიცოცხლე ჰქონდეს, რომ დავტკბეთ ერთმანეთით.

მინდა ღმერთმა ჩვენთვის გაიმეტოს ჯანმრთელი ბიჭი, რომ მას მე თავისი ოცნება ავუხდინო, როგორც მან აახდინა ჩემი ოცნებები.

გთხოვთ, ვისაც გჯერათ ნამდვილი სიყვარულის, ყველამ დალოცეთ ჩვენი ოჯახი. ვისაც არ გჯერათ, უბრალოდ თვალი აგვარიდეთ.

მადლობა. სიყვარულით, ცისნამი“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.