გიორგი ღოღობერიძის გადაცემის – „როგორ გადავრჩი“ გასულ ეპიზოდს ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სტუმრობდა.
გიორგი ნაზღაიძემ ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა განვლილ ცხოვრებაზე და ერთ-ერთი რთული ეპიზოდი გაიხსენა:
„თურმე, ხშირად მეგობრები შენს გვერდით ფინანსური კეთილდღეობისთვის არიან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ, დღეს ვინც მყავს მეგობარი, მათ ჩემთან ერთად ყველაფერს გაუძლეს და მათთან ერთად ვიქნები მთელი ცხოვრების გზაზე.
მიმტანად ვმუშაობდი და გამოსაცვლელში შეტევა დამემართა, რადგან ერთ-ერთმა კლიენტმა შეურაცხყოფა მომაყენა, რადგან საფერფლე დროულად ვერ შევუცვალე, ჩემი საქმიანობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ საკადრისი პასუხი გამეცა, რადგან იმ მომენტში ის 30 ლარი მჭირდებოდა.
შეტევის შემდგომ, კამერების ჩანაწერები მაჩვენეს, ყველაზე მძიმე ამ კადრების ნახვა იყო – ამოდის ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც მიმტანი იყო, მაბიჯებს – ეპილეფსია უკვე დასრულებული იყო, გათიშულ მდგომარეობაში ვაგდივარ – შედის საპირფარეშოში, გამოდის, გვერდს მივლის და ჩადის ქვემოთ, შემდეგ ამ ამბავს სტაფთან ჰყვება, შედიან დირექტორთან და ეუბნებიან, რომ გიორგის აქვს ეს დაავადება და მოდი, სამსახურიდან გავუშვათ“, – იხსენებს გიორგი ნაზღაიძე გადაცემაში.
Recover your password.
A password will be e-mailed to you.