“აქაც მიცნეს რა” – ბუდუ ზივზივაძის სახალისო ვიდეო

206

ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მეუღლესთან ერთდ მალიორკაზე ისვენებს. ზაფხულის ცხელ დღეებს წყვილი შესანიშნავად, ულამაზეს გარემოში ატარებს.

ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც ბუდუ მეუღლესთან ერთად საზაფხულო ბარში სადილობს, ცნობილი სიმღერა Freed from desire გაჟღერდა. ყველასათვის ცნობილია, რომ რომ აღნიშნული სიმღერა ბუდუს ცეკვასთან ასოცირდება.

ბუდუს რეაქციას მისი მეუღლე სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

„აქაც მიცნეს რაა“, – ამბობს ფეხბურთელი და ცეკვავს.