“მხოლოდ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მინდა გისურვო, დანარჩენზე ბე, შენი შვილიშვილები ვიზრუნებთ”

478

ცნობილი ინფლუენსერი ანა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბებოს ციცო რაზმაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

“ჩემი შეუდარებელი ბებო დღეს 75 წლის გახდა♥️
დიახ, ასაკს არ მალავს, 75 წელი ღირსეულად გაიარა, შვილებისა და შვილიშვილების გვერდში ყველა წუთი და წამი♥️
ბევრი სირთულე გამოიარა, მაგრამ დღემდე აქეთ გვამხნევებს და გვაძლიერებს♥️
30 წელი იმუშავა მერიაში წამყვან პოზიციაზე, გაუქმდა მისი სამსახური, თუმცა არ გაჩერებულა
და დღემდე მუშაობს, უყვარს თავისი საქმე
და ადამიანების დახმარება♥️
ცისანა რაზმაძე ჩემთვის მისაბაძი ქალია, რკინის ლედი, პირველ რჩევაზე მას მივმართავ♥️
რაჭველების დიდი მოყვარული, ნათესავების სიამაყე და თამამად ვიტყვი, რომ კაციც და ქალიც გახდა თავისი პასუხისმგებლობებით, როდესაც 28 წლის ასაკში დაქვრივდა…
ჩემი ბებოც, ბაბუც, მეგობარიც, მრჩეველიც და ყველა მნიშვნელოვან მომენტში იყო და არის ჩემს გვერდით♥️
მხოლოდ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მინდა გისურვო, დანარჩენზე ბე, შენი შვილიშვილები ვიზრუნებთ♥️
თუმცა, ოქროს ფეხსაცმელიც რომ გაჩუქოთ, შენს ამაგს ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე ვერ გადაგიხდით♥️
ჩემო ცისანა, ახლა განსაკუთრებით, როცა შვილის დაკარგვის ტკივილს ატარებ გულში, ვერაფერი შეგიმსუბუქებს ამ დარდს, მაგრამ შენი შთამომავალი ეცდება ისევე ხელის გულზე გატაროს, როგორც შენ გვატარე ჩვენ დაბადებიდან♥️
დაბადების დღეს გილოცავ♥️დიდხანს უნდა მყავდე!!!”