ქიმიოთერაპიის კვალის წასაშლელად ვიზაჟისტებმა ქეით მიდლტონის საჯარო გამოსვლისთვის ორი საათი უწყვეტად იმუშავეს

241

ჯერ კიდევ იანვარში ქეით მიდლტონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის სიმსივნეს ებრძვის და საჯარო საქმიანობას დროებით ემიჯნება. ამის მიუხედავად, უელსის პრინცესა მეფის იუბილეზე გამოჩნდა და საზოგადოების გაოცება მოახერხა.

პარალელურად, ქეით მიდლტონმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ეს ჯერ კიდევ დიდი გზის დასასრული არ იყო და მას ქიმიოთერაპიის დასრულება მოუწევდა.

უელსის პრინცესა Trooping the Colour-ის ცერემონიაზე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. დღეს ირკვევა, რომ პრინცესას იმიჯის შექმნაზე ვიზაჟისტებმა და სტილისტებმა ლამის მთელი დღე იმუშავეს. ინსაიდერები მიდლტონის პირადი სტილისტის, ანიტა რუსის მონაყოლზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პრინცესას მაკიაჟზე სტილისტებმა ორი საათი უწყვეტად იმუშავეს.

პროცესში საჭირო გახდა გრიმიორების ჩართვაც, რათა დაფარულიყო ქიმიოთერაპიის შედეგად დარჩენილი კვალი სახეზე, მათ შორის სხივური თერაპიის კვალი, რომელმაც წარბების დაზიანება გამოიწვია. 

ფაქტია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ქეით მიდლტონი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა.