რას ამბობს ნინო სუხიშვილი ვიდეოზე, რომელმაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია

„ჩემი და ილიკოს რეპეტიციის ყველა კადრი რომ დაიდოს გაგვასახლებენ“ – ასე გამოეხმაურა ნინო სუხიშვილი რამდენიმე თვის წინ ანსამბლის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელიც კულისებში, რეპეტიციაზეა გადაღებული.

საუბარია ვიდეოზე, რომელიც თავად ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ გაავრცელა სოციალურ ქსელში. სწორედ ამ ვიდეოს გამო გააკრიტიკა ნინო სუხიშვილი მაშინ საზოგადოების ნაწილმა.

მისი თქმით, მაშინ მენეჯერმა საჭიროდ ჩათვალა სამუშაო პროცესის გამოქვეყნება, თუმცა ამას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა:

„არ მიმაჩნია, რომ იმ ვიდეოში ძალიან მკაცრი ვიყავი, მე კიდევ უარესებს ვიძახი, ეს იყო მომავალი თაობის გასინჯვა, რაც არ მომწონდა იმაზე გავაკრიტიკე… ჩემი და ილიკოს რეპეტიციის ყველა კადრი რომ დაიდოს გაგვასახლებენ“ – ამბობს ნინო სუხიშვილი გახმაურებული ვიდეოს შესახებ.

ასევე იხილეთ