ნონა გაფრინდაშვილმა გიორგი გველესიანის ოჯახს უმასპინძლა (ვიდეო)

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატების შემდეგ, გიორგი გველესიანს, რომელიც ბოლო დროს ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა, განსაკუთრებით პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, მეუღლესთან ლინდა კიკოლაშვილთან ერთად მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა უმასპინძლა.

ამის შესახებ ლეგენდარული მოჭადრაკის ფეისბუკგვერდიდან ხდება ცნობილი.

ნონა გაფრინდაშვილმა გიორგი გველესიანს ის ემოციები გაუზიარა, რაც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებამ გამოიწვია.

„მალე იხილავთ გადაცემას ნონა გაფრინდაშვილის Youtube არხზე“, – ნათქვამია ნონა გაფრინდაშვილის ფეისბუკგვერდზე.

 

ასევე იხილეთ