“მეგონა კლიპი არავის მოეწონა, თავიდან მაგრად ვინერვიულე“

162

ბოლო დღეების ეროვნული ნაკრების გამარჯვებებით განცდილი სიხარული და გიგი დედალამაზიშვილის ჰიტად ქცეულისიმღერა „საქართველო“, რომელსაც დღეს ყველა მღერის – მომღერალი „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.

მომღერალმა ემოციურად ისაუბრა „საქართველოს“ შექმნის ისტორიაზე და თქვა, რომ ამ სიმღერის შექმნა ეროვნული ნაკრების ბიჭებს უკავშირდებათ:

 „რთულია საქართველოზე იმღერო, იმდენად ბევრი განსაკუთრებული სიმღერა გვაქვს, რომ იმღერო სამშობლოზე – რთული და საპასუხისმგებლო თემაა… ამ სიმღერის შექმნის მუზა, ბიჭები იყვნენ, როცა ბიჭებმა განსაკუთრებით გაგვახარეს, გადავწყვიტეთ მიგვეძღვნა მათთვის.

თავიდან მეგონა კლიპი არავის მოეწონა, დღე ნახევარი მაგრად ვინერვიულე… არ ვიცოდი მაშინ ბიჭებმა მოისმინეს თუ არა, რომ ჩამოვიდნენ ბიჭები, ჩვენთან მოვიდნენ თეატრში და სწორედ იქ ვუმღერეთ „საქართველო“… ამ ფეხბურთელებზე მეტად მე არავინ არ მიყვარს…“ – ამბობს მომღერალი.