“ჯერ ივეტა მასწავლებლის წასვლამ გამანადგურა და ახლა შენ”

156

თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ძალიან ცუდად ვარ! არ მინდა დავიჯერო😓რამხელა ტკივილი მომაყენე ჩემო ქოთქოთა😓😓😓😓 ჩემი ნანუჩი, ჩემი ერთგული ადამიანი, ჩემი პიანისტი, მთელი კარიერის მანძილზე ჩემი იმედი გამიფრინდა. ყველა სასცენო როლი მასთან მქონდა ნასწავლი. ჩემთვის არასდროს არ ენანებოდა დრო. გადაკეტავდა კარს და 4 საათი ჩემი თამრიკო მყავს, არ შემაწუხოთო😓😓სახლში სულ ჩემი სურათები და დისკები ედო. ჯერ ივეტა მასწავლებლის წასვლამ გამანადგურა და ახლა შენ….😓😓😓
ნანა, არ ვიცი როგორ ვიცხოვრო უშენოდ?😓😓😓😓 მიწა გამომაცალე შენი წასვლით ჩემო უსაყვარლესო, უბოროტო, პირდაპირო, ხმამაღალო და უპატიოსნესო ადამიანო…..მშვიდობით ჩემო ერთგულო ადამიანო, ჩემო ტკივილო, როდესმე იქაც შევხვდებით და იქ გავაგრძელოთ მეცადინეობა…დონ კარლოსზე…..ჯამბაზებზე….დონ ჟუანზე…..ბოჰემაზე …თავზარი დამეცი ნანა 😓😓…..”