“ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო”

128

“ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო, – ამის შესახებ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალებას ეხმიანება.

“ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,
რით უნდა დაამშვიდოოო….
ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის……
გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?”, – წერს შოთო სიხარულიძე.

 

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.