„დედიკოსავით წარმატებული“ – ნუცა შანშიაშვილის შვილმა კუნფუს ნომინაციაში ორი ოქროს მედალი მიიღო

136

მომღერალ ნუცა შანშიაშვილის შვილმა ვაშინგტონში გამართულ შეჯიბრში წარმატებებს მიაღწია. ამის შესახებ მომღერალი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

როგორც ნუცა აღნიშნავს, მისმა შვილმა კუნფუს ნომინაციაში ორი ოქროს მედალი მიიღო.

ვაშინგტონში ნიკუშას დღევანდელი ორი ოქროს მედალი! კუნფუს ორ ნომინაციაში! ჩამოსული მონაწილეები იაპონიიდან, ჩინეთსა და კორეიდან! ყველა სასწაულად არაჩვეულებრივიები არიან, მათ შორის ნიკუშამ აიღო ოქრო!“,- წერს ნუცა შანშიაშვილი ფეისბუქში.

მომღერალმა უამრავი მილოცვა მიიღო: „ნიკუშა არის უნიჭიერესი ახალგაზრდა, ვულოცავ“, „დედიკოსავით, ძალიან წარმატებული იქნება! გილოცავ ნუც! სულ წინ და წინ!“, – უწერენ კომენტარებში.