მაიკო გელოვანის რთული პერიოდი: „მე ჩამოვშორდი ჩემს პროფესიას და ყველა ნიაზის ალბომზე მელაპარაკებოდა…“

2,264

„ნიკოლოზის კითხვების“ მორიგი სტუმარი იქნება მსახიობი, ტელესახე მაიკო გელოვანი, რომელიც მუსიკოს ნიაზ დიასამიძის მეუღლე გახლავთ.

გადაცემის გავრცელებულ ანონსში ის ამბობს, რომ ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა და ამაზე პირველად საუბრობს:

„მეუბნება ასეთ რაღაცას, შენ გაანებე ხომ მსახიობობას თავი? ძალიან რთულია ამის გადატანა და ამ ფიქრებში ყოფნა. ძალიან ბევრს ვტიროდი. ეს რას ნიშნავს? რომ მე ჩამოვშორდი ჩემს პროფესიას და ყველა ნიაზის ალბომზე მელაპარაკება. ეს იყო გამოღვიძება… ნიაზი არასდროს ყოფილა ჩემს სპექტაკლზე. გავფანტავ ამ რომანტიზმს და ვიტყვი, რა არის სინამდვილეში…“