“ერთი პერიოდი ჩემზე ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა, რასაც გელა ჩემზე მეტად განიცდიდა”

234

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“ ბაბი კირკიტაძე და გელა გნოლიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც 19 და 21 ივლისს დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს და ახალი სიმღერა „მე და შენ“ შესთავაზეს მსმენელს.

ბაბი კირკიტაძემ იმ უარყოფით მხარეებზე ისაუბრა, რაც საქართველოში პოპულარობას ახლავს თან და აღნიშნა, რომ არაერთხელ გამხდარა ბინძური ჭორების ობიექტი.

„გელა ყოველთვის ძალიან მტკივნეულად განიცდის, როცა ბენდის გოგოებზე არასასიამოვნო კომენტარები იწერება. ერთი პერიოდი ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა ჩემზე, რასაც გელა ჩემზე მეტად განიცდიდა. მართალია, პოპულარობას ჭორებიც თან ახლავს, მაგრამ ძალიან რთულია ყველა იმ სიბინძურის მოთმენა და შეგუება, რომელსაც უმიზეზოდ  ავრცელებენ ადამიანები.  

საბედნიეროდ, ის პერიოდი წარსულს ჩავაბარე, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობრები – ბენდის წევრები მხარში ამომიდგნენ და არ მიმატოვეს. თუმცა, სწორედ მაშინ მივხვდი, ვინ იყო ნამდვილი მეგობარი და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ყველამ უნდა დავიცვათ ზღვარი და ელემენტარული ზრდილობა“, – განაცხადა ბაბი კირკიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ-FM“.