“ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა ჯილდოდ – არასწორად ცხოვრების შემთხვევაში შენს თავს არ მაჩუქებდა უფალი, ყველა ქალს ვუსურვებ შენნაირ მამაკაცს“
„რაც კი კარგი მიკეთებია ცხოვრებაში, ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა ჯილდოდ და არაფერს ვნანობ, რაც კი გამივლია“ – ამის შესახებ მაკო ყაველაშვილი „ინსტაგრამის“ „სთორიში“ წერს და თავის გამომწერებს ემოციურად უყვება, თუ როგორი ბედნიერია მეუღლის გვერდით.
მაკო ყაველაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი საქორწინო ისტორიით გახდა, როდესაც ქუთაისში გამართულმა გრანდიოზულმა ქორწილმა ინტერნეტსივრცე წამებში დაიპყრო.
მაკო ყაველაშვილმა რჩეულთან ერთად გადაღებული კადრი გამომწერებს კიდევ ერთხელ გაუზიარა და მეუღლეს ემოციურად მიმართა:
„რაც კი კარგი მიკეთებია ცხოვრებაში, ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა ჯილდოდ და არაფერს ვნანობ, რაც კი გამივლია… რა წამს გავიფიქრებ, რამეს ცუდს ხომ არ ვაკეთებ ცხოვრებაში, მაშინვე მახსენდები და ვხვდები, რომ არასწორად ცხოვრების შემთხვევაში შენს თავს არ მაჩუქებდა უფალი. ყველაფერი უნდა გამევლო, რომ შენამდე მოვსულიყავი. ყველა ქალს ვუსურვებ შენნაირი ადამიანის, მამაკაცის და მეგობრის გვერდით ყოლას მეორე ნახევრად“ – წერს მაკო ყაველაშვილი.
ცნობისთვის, მაკო ყაველაშვილი ცნობილი ქუთაისელი ინფლუენსერია. როგორც ირკვევა, წყვილს მალე გოგონა შეეძინება.