“ზოგს შეიძლება ზედმეტი ეგონოს ის გასამრჯელო, რასაც ფეხბურთელები ვიღებთ, თუმცა დამიჯერეთ ძალიან რთული გზაა“ (ვიდეო)

121

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ირანის ჩემპიონი, გიორგი გველესიანი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ფეხბურთელების ცხოვრებაზე და საკუთარ რთულ გზაზე ისაუბრა.

ფეხბურთში, როდესაც რაღაც ასაკში შედიხარ და ფაქტობრივი გარემოებაა ისეთი, რომ შენ არ გითამაშია. რეალობას თვალი უნდა გაუსწორო. ბავშვი როდესაც ხარ, ოცნებობ რომელ გუნდში რა პოზიციაზე გინდა თამაში. მე როდესაც ღრმა სიზმრებში ვიყავი და ვოცნებობდი განსაკუთრებულ მატჩზე, რომელსაც ერთხელ მაინც ჩავატარებდი. თუმცა იმ სიზმრებში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი იქნებოდა და ეს იქნებოდა მერვედფინალში. 

სენტიმენტალური შეგრძნებაა, არავინ იცის რა შრომა გაქვს ჩადებული, ზოგს შეიძლება ნერვების ფასად ძალიან რთული გზა არის ეს. ზოგს შეიძლება ზედმეტი ეგონოს ის გასამრჯელო, რასაც ფეხბურთელები ვიღებთ, თუმცა დამიჯერეთ ძალიან რთული გზაა. პორტუგალიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ერთის მხრივ ამაყი ვიყავი, მეორეს მხრივ ვცდილობდი ეს სიამაყე ზედმეტ თავდაჯერებულობაში არ გადამსვლოდა“, – აღნიშნა გიორგი გველესიანმა.