“ჩემმა მეუღლემ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა სიმშვიდე, აფორიაქებული და ამღვრეული ზღვა დააკამკამა“

207

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლის შესახებ საუბრობს.

გიორგის თქმით, ლინდას მის წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის.

„ჩემმა მეუღლემ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა სიმშვიდე, აფორიაქებული და ამღვრეული ზღვა დააკამკამა. ლინდას უდიდესი როლი მიუძღვის ჩემს წარმატებაში და მინდა აქედან მადლობა გადავუხადო“, – ამბობს გიორგი გველესიანი.