“არ ვიცი როგორ გავუძელი, ახლაც არ მჯერა რომ ეს მე გავიარე“

133

მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ „პრაიმშოუში“ იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ნევროპათოლოგის მიერ დანიშნულმა პრეპარატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა.

„მე ყველაზე ცუდი ფორმით მაქვს ეს ყველაფერი გადატანილი და აღმოჩნდა, რომ პატრონი არ მყავდა. როცა იცი, რომ ცუდადა ხარ და იმ სტრესიდან სად გადახვედი, ხდები უუნარო. ის ადამიანები ვინც გეუბნებიან, იმას, რომ ხომ იცოდი ეს ასე მოხდებოდა, ყველა გძულს, არავინ არ გინდა, უფრო გაღიზიანებენ. 

მე ადამიანმა, რომელსაც გამოსავლის პოვნა მარტივად შეუძლია, მივაშურე ნევროპათოლოგს, ვუთხარი დამეხმარე თქო.  ექიმმა დამინიშნა ძლიერი პრეპარატები და მითხრა, შენ ისეთი ძლიერი გოგო ხარ, შენ ამ ყველაფერს მოერევიო. ამ ნევროპათოლოგების მიერ დანიშნული წამლების შედეგად, 6 თვე მეძინა ჩაბნელებულ ოთახში, ვახელდი თვალს, ვერ ვგებულობდი დღე იყო თუ ღამე იყო…“, – ამბობს ინდირა ჯგერნაია.