“პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე“ – როგორია ცუცა კაპანაძის თბილისური ბინა

179

გოგოლა კალანდაძე ცუცა კაპანაძეს თბილისურ ბინაში ესტუმრა, რომელიც სოლოლაკში მდებარეობს.

მსახიობი აშშ-ში დიდხნიანი ემიგრაციის შემდეგ, თბილისში მცირე ხნით ჩამოვიდა.

„ვერ წარმომედგინა, რომ 18 წლის მერე დავბრუნდებოდი. ჩემი პოპულარობა, ვფიქრობ, „პა-სეანსის“ დამსახურებაა, ხალხს ახსოვხარ. ემიგრაციაში რომ ვცხოვრობ ამდენი წელი, იქ რომ გხვდებიან, მაინც გცნობენ. მაყურებლისგან ამხელა სითბოს რომ გრძნობ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.

ზუსტად ერთი თვის წინ ნიკოლოზ წულუკიძემ ჩამოიტანა სპექტაკლი, „ქართული თეატრის ამბები“, სადაც ვითამაშე. როდესაც სპექტაკლი დასრულდა, ნიკოლოზმა თქვა, რომ ემიგრანტისთვის ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ დააწესა ბინაო. კიდევ კარგი, როიალთან ახლოს ვიდექი. ვეუბნებოდი, ცუდად ვარ-მეთქი. ამოვისუნთქე და პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე… რაც შეეხება ამ სახლს, ეს არის ჩემთვის ყველაფერი, ჩემი პირველი ბუდე…“