„ციხეში შემთხვევით მოვხვდი, ჩემი მეგობრის მაგივრად… 38 კაცი ვიყავით 22-კაციან კამერაში…“

118

მსახიობი ლაშა გურგენიძე „სარკეს“ უყვება, თუ როგორ აღმოჩნდა ციხეში, სადაც ექვსი თვე სხვისი დანაშაულისთვის გაატარა:

„ციხეში შემთხვევით მოვხვდი, ასე ვთქვათ, ჩემი მეგობრის მაგივრად, რადგან ბუნებრივია, მას არ „ჩავუშვებდი“. 6 თვე იქ გავატარე. ერთ კამერაში რომ ხარ სხვებთან ერთად, გარშემომყოფებისგან ბევრ რაღაცას სწავლობ. 38 კაცი ვიყავით 22-კაციან კამერაში და რიგრიგობით ვიძინებდით. ყველას ჩვენ-ჩვენი დრო გვქონდა. ციხიდან რომ გამოვედი, მერე ჩავაბარე სტომატოლოგიურზე, შემდეგ თეატრალურზე და სრულიად ახალი ცხოვრება დავიწყე.

ასეთი პერიოდი ძალიან ბევრი მქონდა, რამაც დამანგრია სულიერად, მაგალითად, დედის გარდაცვალებამ. ის ჩემთვის ყველაფერი იყო და ახლაც ასეა. ამ განსაცდელმა მასწავლა, რომ არ უნდა ვიფიქროთ, მე ეს რატომ დამემართა, როცა სხვები კარგად არიანო. ჯოჯოხეთიც და სამოთხეც ერთად არის ცხოვრებაში. მთავარია, არ გაბოროტდე, თორემ მერე სულ ჭაობში იძირები…“