“იყავით თქვენი შვილებით გახარებული და რაც მთავარია, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ”

136

გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დედებს ჰგონიათ , რომ შეუძლიათ ტკვილი დამალონ შვილებთან და გადაფარონ სხვა უკეთესი რაღაცეებით . ფიქრობენ , რომ შვილები ვერ ამჩნევენ , რომ არ არიან კარგად , რომ არ არიან ბედნიერი . ფიქრობენ , რომ ვერ ამჩნევენ შვილები , რა მწარეა მონატრება მამის , ” მეუღლის ” და ამის გამო , როგორი შებოჭილები არიან ხშირად უსუსურობოსგან . ჰგგონიათ , რომ სახლის დალაგებით , სამზარეულოში სადილის კეთებით , შენი ტანსაცმელის გარეცხვით და მოწესრიგებით შეძლებენ გადაფარვას , მაგრამ ეს ყოველ ჯერზე განწირული ქმედებაა . შვილებს ყნოსვა აქვთ განვითარებული ბედნიერების მიმართ . ჩვენ მას ვგრძნობთ . ვიცით როდის გტკივათ და გიხარიათ . კარგი შვილები ყოველთვის ვცდილობთ , გულში ჩავიკრათ დედიკოები . შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა , როგორიც დედობა.

პ.ს გეფერებით ყველა გულნატკენ დედას. ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ. იყავით თქვენი შვილებით გახარებული და რაც მთავარია, ღვთის წყალობა და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ … 🧡🧡🧡🧡🧡

დამიმეგობრდით ინსტაგრამზე
https://www.instagram.com/giviko_didia/ 👈😊”