19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის მისი ერთ-ერთი მეგობარი.
ბექა ფილფანი წერს, რომ მისთვის შაქარა ცოცხალია და ისინი სხვადასხვა განზომილებაში აგრძელებენ სიცოცხლეს.
“მე და შენ სხვა გზებით გავაგრძელეთ სიცოცხლე !
მე და შენ სამყარო ერთი გვაქვს, უბრალოდ შენ ზევით ხარ მე კი მიწაზე
უცნაურია მარა ახლაც რო გესაუბრები ხოლმე ერთ რამეს ზუსტად ვაცნობიერებ, რომ შეენ ჩემთვის ახლაც ცოცხალი ხარ !
სიტყვით რთულია გადმოცე ტკივილი !
სიტყვით რთულია იგრძნო ემოცია და შეძლო ბუნების სამყაროს შეცნობა !
რთულია ეძებო იმ სამყაროში ხსნა, სადაც მხოლოდ დაუსრულებელი მოლოდინია.
და ბოლოს გეტყვი რომ ხარ სამყარო, რომელიც მაცოცხლებს !”