ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა და ბათა ზედგინიძის ქორწილი, 28 ივლისს გაიმართა. წყვილმა უამრავი მეგობარი დაპატიჟა. წყვილი ლევან ვასაძემ დალოცა და ისურვა, რომ თათამ და ბათამ შვილებს, მის მსგავსად, საღამოობით „ვეფხისტყაოსანი“ წაუკითხონ.
სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და ვიდეო ვრცელდება ქორწილიდან, სადაც ჩანს, როგორ ერთობა წყვილი მეგობრებთან ერთად.
ქორწილში ასევე იყო, ემოციური ჩახუტება დებთან.
„როდესაც სამი და გყავს“, – წერს თათა და დებთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს აზიარებს.