მსახიობ, ტელეწამყვან და მოდელ ნუკი კოშკელიშვილს გასულ თვეს ბრმა ნაწლავი გაუსკდა. ამ თემაზე ახლახან მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა.
„ვცდილობ, მოვუჭირო საკუთარ თავს და არ ვიყო ცუდ განწყობაზე. თუ აჰყევი ცუდ განწყობებს და აი, ერთხელ მაინც თუ უთხარი საკუთარ თავს, მოდი ერთი დღე მეკუთვნისო, ვსო, ჩათრეული ხარ, ვეღარ გამოხვალ. ამიტომ, არ ვაძლევ საკუთარ თავს ვიყო ცუდ ხასიათზე. ყველაფერი არ მიხარია, მაგრამ ვცდილობ უარყოფით მოვლენებშიც კარგი მარცვალი დავინახო. მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცისთვის კეთდება.
აი, მაგალითად, იმ დღეს, როცა საქართველოში უნდა გამოვფრენილიყავი გამისკდა ბრმა ნაწლავი. მერე რომ გავთვალე, თვითმფრინავში ბავშვთან ერთად, ვიქნებოდი ატლანტიკას რომ გადავუფრენდი მაშინ გამისკდებოდა ბრმა ნაწლავი. მომეშვებოდა ტკივილი, ვიტყოდი აღარ მტკივა და ან მკვდარი ჩამოვიდოდი, ან მძიმე პერიტონიტით. დეპრესიული არ ვარ, მოვიწყენ თუ ერთ ოთახში ჩავწვები. ამის არც ფუფუნება მაქვს, არც ნერვები რომ ვიდრამო“,– ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.