იახტაზე აცეკვებული სოფი ლორენის ვაჟი ქართველ რჩეულთან ერთად – კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილის იტალიური ვოიაჟი გრძელდება
ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი ულამაზესი სანაპიროებით გამორჩეულ იტალიის კუნძულ სარდინიიდან მორიგ შთამბეჭდავ კადრებს აქვეყნებს.
ამჯერად, წყვილმა გამომწერებს ცეცხლოვანი ცეკვა გაუზიარა.
სოფი ლორენის ვაჟის, ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია უკვე სამ წელს ითვლის.
რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.