შეყვარებულმა გამარჯვება ლაშასთან ერთად იზეიმა – რა კადრებს აქვეყნებს მარიამ კეკუა? (ვიდეო)

287

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია! ქართველმა ტიტული დაიცვა და ოლიმპიურ ოქროს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. როგორც ლაშამ რამდენიმე წლის წინ განაცხადა ის 4 ოქროს მედლის მოგებას გეგმავს ოლიმპიადებზე. ვნახოთ, ქართველ ფალავანს ორიდან ორი უკვე აქვს.

ლაშამ ფინალში ორი ერთმანეთზე უკეთესი ვაზარით ფინალში იაპონელი საშირო მურაო დაამარცხა.

ბექაურს გამარჯვება შეყვარებულმა, მარიამ კეკუამ ემოციურად მიულოცა და სოციალურ ქსელში კადრები გაგვიზიარა.