“თაობა ამოწყდა. ახალგაზრდა, საინტერესო თაობა”

979

მამა პეტრე კოლხი ქვეყანაში სიკვდილიანობის გახშირებულ შემთხვევებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„ამდენი თვითმკვლელობა დამთრგუნველი და დამაფიქრებელია. ეტყობა ერთმანეთის მეგობრობას ხელს რაღაც ძალიან დიდი უშლის, ან ბოლომდე გახსნილები არ ვართ, ან უბრალოდ, მიდგომა, „რა აზრი აქვს რომ გავიხსნა“?!

თაობა ამოწყდა. ახალგაზრდა, საინტერესო თაობა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თვითმკვლელობა არასდროს არის არც გამოსავალი, არც პრობლემის მოგვარების უმოკლესი გზა.

ეს რწმენის სინაკლებე, ღმერთთან განშორების და ამის გამო გამოწვეული დეპრესიის ბრალია.
არასდროს გაექცე საკუთარ თავს. არასდროს დამალო შენი ნამდვილი ბუნება. შენი სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. არ გაქვს უფლება, ღმერთის ხელში არსებული სიცოცხლე უღმერთობას გადასცე!..“.