ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამზე“ საკუთარ გამომწერებს იმ პრობლემას უზიარებს, რომელიც, ალბათ, ბევრ ქალბატონს აქვს. ის ყოველი ორშაბათიდან დიეტას იწყებს, მაგრამ კვირის განმავლობაში მისი დარღვევა უწევს.
როგორც ტელესახე სტატუსის ბოლოს აღნიშნავს, ფოტოზე მას დედამთილის გარდერობიდან ვინტაჟური მოსაცმელი აცვია.
„ადამიანი ყოველ კვირას დიეტას იწყებდეს, მერე მიზეზს პოულობდეს და არღვევდეს, გაგიგიათ? თუ არადა გაიცანით, ეს ადამიანი ვარ მე!!! ვიწყებ ორშაბათიდან, ვამბობ, გადავაბათ რამდენიმე კვირა და კვირის ბოლოს დავარღვიოთ, მერე „ზაპოი“ მემართება და მიზეზი მიზეზზე მაქვს, რომ დავარღვიო. ახლა ვჭამე ჟოლოს ტორტი (ჩაი მომინდა და მისაყოლებელი ხო უნდა). Wearing: my mother in law’s vintage jacket“.